woman

რუსუდან კვარაცხელია

  • ბიოტექნოლოგი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2003 წლიდან), პროფესორი, 25 წლიანი აკადემიური გამოცდილებით;
  • გახლავთ ალტე უნივერსიტეტის პროფესორი 2010 წლიდან; მისი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სადისერტაციო ნაშრომი ეთმობა ბიოტექნოლოგიის ეკონომიკურ ეფექტიანობას, მწვანე ბიზნესს, მწვანე ეკონომიკას და ა.შ.;
  • სახელმძღვანელო „აგროტურიზმის“ ავტორი, რომელიც გამოიყენება უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი (აღნიშნულ წიგნში აღწერილია ბიომეურნებებზე დაფუძნებული აგროტურიზმის სპეციფიკაციები, საქართველოს თითოეული რეგიონის დონეზე;
  • განხილულია მწვანე ეკონომიკის სექტორები, აგროტურიზმის ჭრილში;
  • ახსნილია მდგრადი განვითარების მიზნების მწვანე ასპექტები;
  • აღწერილია მწვანე აგრო ტურიზმის შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
  • ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მნიშვნელობა მწვანე აგრო ტურიზმში და ა.შ.);
  • ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებში არის გათვალისწინებული სახელმძღვანელო „ტურიზმის პოლიტიკა“, რომლის თანაავტორიც გახლავთ რუსუდანი, ამ ეტაპზე კი უკვე დასაბეჭდად მზადდება მისივე თანაავტორობით კიდევ ერთი სახელმძღვანელო „ტურიზმის ეკონომიკა“.

რუსუდანი გახლავთ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.