განხორციელებული პროექტები და აქტივობები ბიზნეს სექტორში: 2020
01.03.2020 – პროექტი: „მიკრომწვანილები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“. „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ საკონსულტაციო მომსახურების საფუძველზე გაიმართა მიკრომწვანილების მოსაყვანად საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური; დამფინანსებელი: “USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა“ (ბიუჯეტი (6 000 ლარი)
2020 წლის 27 ნოემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის რუსუდან კვარაცხელიას ინიციატივით ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“. კონფერენცია გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN – მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით. შეხვედრის მიზანი იყო ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, გარემოს დაცვის პრინციპებზე აგებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. კონფერენციაზე მეცნიერება და ბიზნესი რეალურად შეხვდა ერთმანეთს, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. განიხილეს ის საკითხები, რაც პრობლემატურია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესისათვის და რაშიც მეცნიერს, მკვლევარს შეუძლია დახმარების გაწევა მათთვის. კონფერენციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მედიცინის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის წარმომადგენლებმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა სახელმწიფოს მხარდაჭერაზე, პროფესორმა, გამომგონებელმა თემურ მაისურაძემ რჩევები მისცა ბიზნესს პროდუქტის ეკოლოგიურობისა და ინოვაციურობის კუთხით პრობლემის გადაჭრის საკითხებში; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე; ბატონმა კარლო კიკორიამ საზოგადოებას აუხსნა ბიოლოგიური მეთოდებით საკვები პროდუქტების მოყვანის ტექნოლოგიები და მათი მნიშვნელობა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; ბატონმა ზურაბ კარბელაშვილმა წარმოადგინა ბიოწარმოების საკითხები, სხვადასხვა ასპექტში; ნინო მელითაურმა გააშუქა ბიოპროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის საკითხები; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების პედაგოგებმა, სკოლის დირექტორებმა, „მწვანე ბიზნესის“ კლუბების მონაწილეებმა საზოგადოებას წარუდგენეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.