01.05.2023 – „ალტე“ უნივერსიტეტისა და „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ მხარდაჭერით, რუსუდან კვარაცხელიას თანაავტორობით, დაიბეჭდა სახელმძღვანელო უმაღლესი განათლებისთვის „ტურიზმის პოლიტიკა“.
სახელმძღვანელოში განხილულია მდგრადი, სათემო და პასუხისმგებლიანი ტურიზმის მდგენელები, სპეციფიკაციები, არსი და მნიშვნელობა. რუსუდან კვარაცხელიას მიერ არის შემუშავებული სახლმძღვანელოს ერთ-ერთი თავი, სახელწოდებით „ტურიზმი და განათლება“, სადაც მას განხილული აქვს შემდეგი საკითხები: პროფესიები ტურიზმში; საგანმანათლებლო დაწესებულებები ტურიზმის მიმართულებით; განათლების საფეხურებისა და პროფესიების შესაბამისობა; კერძო სექტორი (დამსაქმებლები და განათლება). აქვე, ერთ-ერთ თავში „კულტურული მემკვიდრეობა და დაცული ტერიტორიები“ განხილულია დაცული ტერიტორიების მართვის თავისებურებები, პოტენციური სარგებელი და ამავე დროს პოტენციური რისკები ტურიზმიდან დაცულ ტერიტორიებზე (ძირითადად ყურადღება გამახვილებულია გარემოსდაცვით საკითხებზე).