განხორციელებული პროექტები და აქტივობები ბიზნეს სექტორში 2024

26.01.2024 –  აშშ-ს საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებაში, მისი ერთ-ერთი მიმდინარე პროგრამის – Speaker Program-ის ფარგლებში სუფთა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა (მონაწილეობდა ასოციაციის სახელით ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რუსუდან კვარაცხელია).

12.03.2024 – საკონსულტაციო შეხვედრების სერია „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ წევრ ბიო ფერმერებმთან, რომელთაც ასოციაციის ორგანიზებით, მიიღეს რჩევები მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებებისა და მათი ბიოლოგიური მეთოდებით მოვლა-მოყვანის შესახებ. კონსულტანტები: ზურაბ კარბელაშვილი, შაქრო ყანჩაველი, კარლო კიკორია.

15.04.2024 – ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიის, შპს „დიდარეს“ მიერ დაგეგმილი პროექტის – „წარმოებულია ბიოაგროს ტექნოლოგიით“, პრეზენტაცია ბიოფერმერებისთვის.

პროექტი გულისხმობს საზოგადოებაში ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. კერძოდ, „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ წევრი ფერმერები და მეწარმეები მიიღებენ კონსულტაციებისა და მომსახურების სრულ პაკეტს კომპანიისგან „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ (კონსულტაციები, მიწის ანალიზი, სერტიფიცირებული ბიოსასუქები, ბიოპრეპარატები, მავნებელთა მიკროსკოპული კვლევა და შესაბამისი დაცვის მექანიზმების ამოქმედება და სხვ. საჭირო დახმარება), ხოლო შპს „დიდარე“ აღნიშნული მეთოდით მოყვანილ პროდუქციას გარკვეული ანალიზის ჩატარების შემდეგ დააფასოვებს, დააეტიკეტირებს (სადაც დატანებულია ხარისხის ნიშანი „წარმოებულია ბიოაგროს ტექნოლოგიით“ და მუშაობს პროდუქტის რეალიზაციაზე (როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე).