25.12.2021 – სახელმძღვანელოს გამოცემა: ‘’მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში’’; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება (საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 2021 (2) – SP-2-21-018, ბიუჯეტი: 6000 ლარი). სახელმძღვანელო იბეჭდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ არამატერიელური, ინტელექტუალური მხარდაჭერით.    სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ საკითხებს: სამეცნიერო ბიზნესის მართვა (მწვანე ტექნოლოგიების პირობებში); მწვანე ტექნოლოგიები, ბიზნესის ეკონომიკური ეფექტიანობის ასამაღლებლად; გარემოს დაცვა    და    მაღალი    სოციალური    პასუხისმგებლობა, როგორც კომპანიის გუდვილი; მწვანე პროდუქტი, მწვანე სამუშაო ადგილები და კომპანიის იმიჯი;     ბიზნეს სუბიექტების მიმდინარე პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოკვლევა მწვანე ტექნოლოგიების საშუალებით; საქართველოს    სამეცნიერო    წრეებში    არსებული    შესაძლებლობების    გამოკვლევა ბიზნესის ხელშესაწყობად; ინოვაციური მწვანე ბიზნეს იდეების გენერირების STEM კონცეფციის გამოყენების და გარღვევაზე ორიენტირებული STEM ჯგუფის შექმნის გამოწვევა; მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანი მართვის მოდელი.

2022 წელს, „ალტე“ უნივერსიტეტისა და  „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ მხარდაჭერით, რუსუდან კვარაცხელიას თანაავტორობით,  დაიბეჭდა სახელმძღვანელო უმაღლესი განათლებისთვის „აგროტურიზმი“.

სახელმძღვანელოში პირველად არის განხილული საქართველოს რეგიონების მიხედვით რეკომენდებული, ბიომეურნეობებზე დაფუძნებული აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები. სახელმძღვანელოში პირველად არის განხილული: ბიომეურნეობა, როგორც აგროტურიზმის საფუძველი; ორგანულ მეურნეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები; ბიომეცხოველეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; მსხვილფეხა პირუტყვის ბიოფერმაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; წვრილფეხა პირუტყვის ბიოფერმაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ბიომეღორეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; მეფრინველეობის ბიოფერმაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; აკვაკულტურასა და თევზის ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ბიომებოცვრეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ბიომეაბრეშუმეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი. ბიომემცენარეობის მნიშვნელობა აგროტურიზმში; მარცვლოვანი კულტურების ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ხეხილისა და სუბტროპიკული კულტურების ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; დახურულ გრუნტში ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; ბიომევენახეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი თესლისა და სარგავი მასალის ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; დეკორატიულ მცენარეთა ბიოწარმოებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; არამერქნული პროდუქტის, სამკურნალო და არომატულ მცენარეთა ბიოწარმოებასა და მათ გამოყენებაზე დაფუძნებული აგროტურიზმი; მდგრადი განვითარების მიზნები და აგროტურიზმი; ეკო აგროტურიზმი – მდგრადი განვითარებისთვის; სათავგადასავლო ტურიზმის ინტეგრირება ეკო აგროტურიზმში მდგრადი განვითარებისათვის; მწვანე ეკონომიკა – მწვანე ტურიზმის საფუძველი; მწვანე ტურიზმი, როგორც მწვანე ბიზნესის ერთ-ერთი მიმართულება; მწვანე ეკონომიკის სექტორები და მწვანე აგროტურიზმი.

ორივე სახელმძღვანელო: „აგროტურიზმი“ და „ტურიზმის პოლიტიკა“  აქტიურად გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბიბლიოთეკო რესურსიდან  და უამრავ საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომშია მითითებული, როგორც ძირითადი ლიტერატურა.