სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამები – 2019

‘’მწვანე ბიზნესის ასოციაციის’’ სტრატეგიაა შეასრულოს მედიატორის როლი ეკომწარმოებლებსა და მათ მომხმარებლებს შორის, დაამყაროს მჭიდრო და ეფექტიანი კავშირები ბიზნესსა და ბაზარს შორის. აღნიშნული სტრატეგიის მისაღწევად ორგანიზაციამ ინოვაციური  და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა შეარჩია: მუშაობს მოზარდებთან, რათა ბავშვმა მიწოდებული სიახლე მიიტანოს მშობელთან და გაცილებით სწრაფად მოხდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის პოპულარიზაცია. ასევე, ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, რათა მათ, თავიანთ კვლევებში შეარჩიონ სწორედ მწვანე მიმართულების თემები საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო, საკონფერენციო თუ სხვა სახის ნაშრომებზე მუშაობის პროცესში.